გიორგი არაბიძე - ქუთაისის „ტორპედოში“ ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაციაა [ვიდეო] #1TVSPORT 

გიორგი არაბიძემ პირველი კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოში“ ჩარცხვაზე:

„ქუთაისის „ტორპედო“ ქართული ფეხბურთისთვის ბევრს ნიშნავს. დიდი გუნდია და ვითარებაც კარგია. გამიხარდა, რომ აქ ვარ, რადგან ჩემთვის ეს მოტივაციაა. ხელმძღვანელობას წარმატებული პროექტის განხორციელება სურს. ეს კარგი იქნება კლუბისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც“, – ამბობს გიორგი არაბიძე.

მან ქუთაისელების მოლოდინზეც ილაპარაკა:

„ყველანაირი პირობაა წარმატებისთვის. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დადონ ისეთი შედეგი, რაც გულშემატკივარს და „ტორპედოს“ სურს. მთავარი მონდომებაა. რომელ გუნდშიც მოტივაციაა, ის გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება“.

გიორგი არაბიძემ „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის ფაქტორი განსაკუთრებით გამოარჩია:

„ფეხბურთელების უმრავლესობას კარიერის მანძილზე გია ცეცაძესთან ჰქონია შეხება. ვფიქრობ, მწვრთნელის მითითებების გაგება არ გაუჭირდებათ. გია მაღალი დონის მწვრთნელია, ყველაფერში ვენდობი. მჯერა, მასთან ერთად ყველაფერი ადვილად გასაგები და გასაკეთებელი იქნება“.