გიორგი არაბიძე - ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო, დანარჩენს მე არ ვწყვეტ #1TVSPORT
გიორგი არაბიძე - ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო, დანარჩენს მე არ ვწყვეტ #1TVSPORT

გიორგი არაბიძე მადლობას უხდის გულშემატკივრებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში მის გამოძახებას ითხოვენ – ამის შესახებ ქუთაისის „ტორპედოს“ ლიდერმა გუნდის პრეს-სამსახურთან ისაუბრა.

„პირადად მე შემიძლია, გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ.

მნიშვნელობა არ აქვს, რა იწერებოდა ზამთარში – მე დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“, – ამბობს გიორგი არაბიძე.