გიორგი არაბიძე - ნასიონალში ვრჩები, რადგან პორტუგალია საუკეთესო ტრამპლინია
გიორგი არაბიძე - ნასიონალში ვრჩები, რადგან პორტუგალია საუკეთესო ტრამპლინია

გიორგი არაბიძე პირველ არხთან საფეხბურთო კლუბ ნასიონალიდან მის წასვლაზე გავრცელებულ ხმებს უარყობს – საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი დარწმუნებულია, რომ პორტუგალია მისი კარიერისთვის საუკეთესო ტრამპლინია.

შეგახსენებთ, რომ ნასიონალში გადასულმა ქართველმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და ჯერ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

„გუნდში პრობლემა არავისთან მაქვს. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ჩემი თამაში დროის საკითხია და ადაპტაციაზეა დამოკიდებული. პორტუგალიელები თავისი მენტალიტეტით განსხვავდებიან იმათგან, ვისთანაც მიმუშავია და შეგუება მჭირდება. წასვლის შანსი ახლაც მქონდა და ნასიონალს რამდენიმე დაინტერესებული კლუბი დაუკავშირდა. მაგრამ უთხრეს, გვჭირდებაო და უარით გაისტურმეს. პორტუგალიის ჩემპიონატი ახალგაზრდა ფეხბურთელის გასაზრდელად საუკეთესო ტურნირია. მეც მსურს, რომ ნასიონალში გამოსვლა ტრამპლინად გამოვიყენო და უკეთეს ლიგაში გადავიდე“ – ამბობს არაბიძე.

არაბიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სლოვენიასთან და ისრაელთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება – მატჩები 22 და 26 მარტს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.