გიორგი არაბიძე ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
გიორგი არაბიძე ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი არაბიძეა – რჩეული მოთამაშე ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.

გიორგი არაბიძემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ქუთაისის „ტორპედომ“, წლის ცუდი დასაწყისის მიუხედავად, სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და საბოლოოდ კონფერენს-ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მეოთხე წრეში 25 წლის ფეხბურთელმა მართლაც შესანიშნავი შედეგიანობა აჩვენა – გიორგიმ ცხრა შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. თამაშში მის ანგარიშზე, საშუალოდ, 1,45 საგოლე მოქმედება იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

სულ გიორგი არაბიძემ გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა და ქუთაისის „ტორპედოს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამას გარდა, მის ანგარიშზე ხუთი საგოლე გადაცემაა და სტატისტიკურადაც ეროვნული ლიგის საუკეთესოთა შორის მოხვდა. არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.