გიორგი აბურჯანია - საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ხარისხი უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ხარისხი უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT

ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად გიორგი აბურჯანიამ ისაუბრა – საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ ნახევარმცველმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ წინა ორ მატჩში ჩავარდნას გუნდი მალე დაძლევს.

„საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ორ ოფიციალურ შეხვედრაში დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და მუშაობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ახალი გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს და ასეთ დროს ჩავარდნები ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ, ეს ავტომატურად აისახება შედეგზეც“, – განაცხადა „ჟილ ვისენტეს“ ქართველმა ლეგიონერმა.

ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 სექტემბერს სოფიას ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.