გიორგი აბურჯანია - პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წაგებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაც იმყოფებოდა.

26 წლის ნახევარმცველმა შეხვედრა შეაფასა – გიორგის აზრით, წაგება არა მხოლოდ მტკივნეული იყო, არამედ დასაფიქრებელიც და მომხდარის მიზეზებზე ფეხბურთელები უნდა დაფიქრდნენ.

„ძალიან რთული თამაში გამოვიდა, შედეგით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ერთადერთი კარგი ისაა, რომ სამ დღეში კვლავ ვითამაშებთ და შანსი გვექნება, ხასიათი გამოვისწოროთ. ჩემი აზრით, ბულგარეთის წინააღმდეგ ახალ მოთამაშეებს მიეცემათ შანსი. ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ, ბევრი ვიმუშაოთ და შემდეგ თამაშებში უკეთ ვიასპარეზოთ“, – განაცხადა გიორგი აბურჯანიამ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა ქალაქ ბადახოსში გამართა და 0:4 დამარცხდა. 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.