გიორგი აბურჯანია - ნიდერლანდებთან მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - ნიდერლანდებთან მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს #1TVSPORT

ნიდერლანდებთან მოახლოებული ამხანაგური შეხვედრის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრებმა, გიორგი აბურჯანიამ და საბა ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთეს. 

 გიორგი აბურჯანია: „თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლიუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება. „ტვენტეს“ სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ეს გაგრძელდება“.

საბა ლობჟანიძე: „ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. ნიდერლანდები ევროპის ჩემოპიონატისთვის ემზადება, ჩვენთვის კი, კარგი ტესტი იქნება – რამდენად შეგვიძლია ამ დონის მეტოქესთან დაპირისპირება. ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით“.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).

დატოვე კომენტარი