გიორგი აბურჯანია ნიდერლანდების სიმბოლურ ნაკრებშია (ვიდეო)
„ტვენტეს“ „ტვიტერის“  ოფიციალური გვერდის ცნობით, გამოცემა „ტელეგრაფმა“ გიორგი აბურჯანია ნიდერლანდების ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
 
გიორგი აბურჯანიამ „ტვეტეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მეორეადგილოსან „ალკმაართან“ 25-ე წუთზე ანგარიში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა.
გამოცემამ საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის თამაში ათბალიანი სისტემით შვიდი ქულით შეაფასა. საინტერესოა, რომ ლიდერთან მოგების შემდეგ „ტვენტედან“ სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაასახელეს.

 

View this post on Instagram

 

🥰 Have a good week fans! #fctwente #tweaz

A post shared by FC Twente (@fctwente) on

დატოვე კომენტარი