გიორგი აბურჯანია „კარტახენაში“ ჩაირიცხა
გიორგი აბურჯანია „კარტახენაში“ ჩაირიცხა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გუნდმა, „კარტახენამ“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიასთან შეთანხმებას მიაღწია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ქართველმა ნახევარმცველმა ოვიედოს „რეალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ჩვენს გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს“, – იუწყება „კარტახენას“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

აბურჯანიას დამატების შემდეგ მისი ახალი გუნდი იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი ნახევარდაცვას მრავალფეროვნებას და შემოქმედებითობას შემატებს.

„აბურჯანია არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ითამაშოს 6 ან 8 ნომრის პოზიციებზე და მეტოქის საჯარიმოში არაორდინალური გადაწყვეტილების მიღების უნარით გამოირჩევა. ის ასევე საჰაერო ორთაბრძოლებშიც ეფექტურია, რადგან მისი სიმაღლე 1,86 მეტრია, რაც მას თამაშის ამ ასპექტში გამოარჩევს. ქვეყნის გარეთ ქართულ ფეხბურთში გაზარდილი მოთამაშის პირველი კლუბი კვიპროსის „ანორთოსისი“ იყო, სადაც ორ სეზონში 42 თამაში ჩაატარა. იქიდან მან ნახტომი გააკეთა ესპანურ ფეხბურთში, სადაც ერთი სეზონი გაატარა ტარაგონასხიმნასტიკში“, ორი სეზონი „სევილია ატლეტიკოში“ (სადაც მეორე დივიზიონში 35 მატჩი ითამაშა) გაჩერდა, შემდეგი ერთი წელი კი „ლუგოში“ (23 მატჩი) გაატარა. აბურჯანიამ იმოგზაურა ნიდერლანდურ „ტვენტეში“, ითამაშა 17 თამაში და გაიტანა 2 გოლი. ესპანეთში გასულ ზაფხულს დაბრუნდა და ოვიედოს „რეალის“ რიგებში ჩაირიცხა“, – წერია კლუბის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

„კარტახენას“ ახალი მოთამაშე გუნდს უკვე შეუერთდა და ახალ გუნდთან დღეიდან ივარჯიშებს. ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ „კარტახენამ“ 20 ქულა დააგროვა, 21-ე ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის კანდიდატია. ქართველი ნახევარმცველის ხანმოკლე კონტრაქტი ამით აიხსნება.