გიორგი აბურჯანია - იმედია, გულშემატკივრების მოლოდინს გავამართლებთ #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - იმედია, გულშემატკივრების მოლოდინს გავამართლებთ #1TVSPORT

„დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებმა გიბრალტართან ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა.

მანამდე პრესკონფერენციაზე, მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლისთან ერთად, გიბრალტართან მატჩსა და ივნისის მოახლოებულ სხვა შეხვედრებზე საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი აბურჯანიამ ილაპარაკა.

„ახალი იდენტობის შესახებ იმას ვიტყვი, რომ დადებითი და პოზიტიური ცვლილებაა და იმედი მაქვს, რომ წარმატების მიღწევაში ესეც დაგვეხმარება. ქართველი გულშემატკივართან შეხვედრა სასიამოვნოა და მათთან შეხვედარს დიდი სიხარულით და იმედით ველოდები. იმედია, მათ მოლოდინს გავამართლებთ“, – ამბობს გიორგი აბურჯანია.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრები გუნდების შეხვედრა (ერთა ლიგის C4 ჯგუფში) 2 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება – მატჩი 20:00-ზე დაიწყება.