გიორგი აბურჯანია - ამ შეხვედრებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა  #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - ამ შეხვედრებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა  #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიამ საქართველოს ნაკრების მარტის შეხვედრები შეაფასა – „ჯვაროსნებმა“ გასვლაზე ბოსნიის ეროვნულ გუნდი 1:0 დაამარცხეს, ხოლო ალბანეთთან, ტირანაში მატჩი 0:0 დაასრულეს. 26 წლის ნახევარმცველის აზრით, ამ მატჩებში გუნდი კარგად გამოჩნდა:

„ტრადიციულად, ალბანეთი საქართველოსთვის რთული მეტოქეა. მით უმეტეს, ამ ფორმაციის ალბანეთი, რომელიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, შეკრული გუნდია და კარგი ტესტ-მატჩი გამოგვივიდა. ორივე ამხანაგური შეხვედრა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. მწვრთნელმა დაინახა შეცდომები და ვფიქრობ, ეს შეკრება წარმატებულად უნდა შეფასდეს. სრულყოფილად მოვემზადეთ ერთა ლიგისთვის“, – აცხადებს გიორგი აბურჯანია.

„ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ ფეხბურთელებს მარტის შეხვედრების შედეგებმა თავდაჯერებულობა შემატა:

„ერთა ლიგის კალენდარი ძალიან დატვირთულია და ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება ივნისში გასამართი თამაშებისთვის. ამ შეხვედრებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. თუ შევასრულებთ მწვრთნელის დავალებებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, შესაძლებელია კარგი შედეგის მიღწევა. ამას ბოლო ხუთი მატჩის შედეგი ადასტურებს. უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში კარი „მშრალად“ შევინახეთ და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, – ამბობს აბურჯანია.