გიორგი აბუაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის „მეცის“ მატჩი „ლე ავრთან“ ფრედ დასრულდა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლე ავრს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
მთავარ ფრანგულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ „მეცმა“ ექვსი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გამარჯვება ჯერ ვერ მოიპოვა. ქართველები პირველ ტაიმში სათადარიგოთა შორის იყვნენ და მოედანზე მეორე ნახევარში შევიდნენ, წიტაიშვილი – 46-ე წუთზე, აბუაშვილი – 81-ე წუთზე.
ლიგა 1-ში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „მეცი“ ორი ქულით ბოლო, მე-18 პოზიციაზე იმყოფება.