გიორგი აბუაშვილი – პორტუგალიასთან თამაშამდე მთავარია, ძალები აღვიდგინოთ #1TVSPORT
გიორგი აბუაშვილი – პორტუგალიასთან თამაშამდე მთავარია, ძალები აღვიდგინოთ #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი აბუაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პორტუგალიასთან ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„დავიწყეთ პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩისთვის მზადება და ვცდილობთ, საფრანგეთთან წაგება დავივიწყოთ. მესამე შეხვედრისთვის ყველანი მობილიზებულები ვართ.

მთავარია, ძალები აღვიდგინოთ, რადგან ამ თამაშებმა დიდი ენერგია წაგვართვა. პოლონეთთანაც რთული მატჩი გვქონდა და, განსაკუთრებით, საფრანგეთთან.

პროფესიონალები ვართ და ვიცით, თავს როგორ მოვუაროთ. ამიტომ, პორტუგალიასთან ფიზიკურად ყველა მზად იქნება. ფრანგებთან წაგება გავლენას ვერ მოახდენს – ამ ნაკრებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტკიცე ხასიათი აქვს“, – განაცხადა აბუაშვილმა.

საფრანგეთთან წაგებულ მატჩში (2:3) გიორგი აბუაშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.