გიორგი აბუაშვილი - მიქაუტაძემ „მეცში“ დიდი კვალი დატოვა, მაგრამ აქ წიტაიშვილის გამო გადმოვედი #1TVSPORT
გიორგი აბუაშვილი - მიქაუტაძემ „მეცში“ დიდი კვალი დატოვა, მაგრამ აქ წიტაიშვილის გამო გადმოვედი #1TVSPORT

„მეცში“ გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი აბუაშვილმა ახალ გუნდში მიღებული პირველ შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

„ვიცოდი, რომ გიორგი მიქაუტაძე აქ თამაშობდა და ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ჩემი არჩევანის მთავარი მიზეზი წიტაიშვილი იყო, სწორედ მის გამო გადაიხარა სასწორი „მეცის“ სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ „მეცი“ კარგი კლუბია – ძალიან პერსპექტიული პროექტით, შესანიშნავი პირობებითა და იმ ატმოსფეროთი, რომელიც ხარისხიანი ფეხბურთის სათამაშოდ აუცილებელია. კარგად ვემზადებით მომავალი სეზონისთვის. მიხარია აქ ყოფნა და მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ ისეთივე კვალი დავტოვო, როგორიც მიქაუტაძემ. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას, დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშს და იმის ჩვენებას, რომ მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მადლობა კლუბს ნდობისთვის“, – ამბობს აბუაშვილი.