გიორგი აბუაშვილი - იმედია, „მეცის“ მაისურით ბევრი გოლის გატანას შევძლებ #1TVSPORT
გიორგი აბუაშვილი - იმედია, „მეცის“ მაისურით ბევრი გოლის გატანას შევძლებ #1TVSPORT

გიორგი აბუაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“ განხორციელებულ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მიხარია, რომ „მეცს“ შევუერთდი და ამ გუნდის მაისურით ვითამაშებ. მოუთმენლად ველი პირველ თამაშს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახსა და აგენტებს ნდობისა და ყოველდღიური დახმარებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახალი გუნდის მაისურით ბევრი გოლის გატანას შევძლებ“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ფოთის „კოლხეთის“ 22 წლის თავდამსხმელი „კოლხეთმა“ ერთწლიანი იჯარით გაუშვა. ცოტა ხნის წინ „მეცში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი – გიორგი წიტაიშვილი ჩაირიცხა.

გიორგი აბუაშვილმა კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2021 წლის ზაფხულში პორტუგალიის „პორტუში“ გადავიდა, საიდანაც კარიერა რუმინეთის „პეტროლულში“ განაგრძო, ბოლოს კი ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავდა.

2025 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.