გიორგი აბდალაძე - გრიგოლ ვაშაძე არის ბუტაფორია, ძირითადად სააკაშვილს უნდა ძალაუფლების ხელში აღება
გიორგი აბდალაძე - გრიგოლ ვაშაძე არის ბუტაფორია, ძირითადად სააკაშვილს უნდა ძალაუფლების ხელში აღება

გრიგოლ ვაშაძე არის ბუტაფორია, რეალურად, ძალაუფლების ხელში აღება მიხეილ სააკაშვილს სურს , – ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბადალაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე არის სატყუარა, რომელმაც მთავარი ფუნქცია უნდა შეასრულოს – ჯალათების შეწყალება.

„ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს უარი უნდა ეთქვას, ,,ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, რათა  ,,ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ და საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე და უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილს. ვაშაძე ბუტაფორიაა. ძირითადად სააკაშვილს უნდა ძალაუფლების ხელში აღება. ვაშაძე არის სატყუარა, რომელმაც მთავარი ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომ შეიწყალოს ეს ბანდა. ისევ შეკრიბოს და დაიწყონ მერე მოქმედება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება“, – აცხადებს ფოტოგრაფი.

მისივე თქმით, საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი უნდა მისცეს და ,,ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას.

„თუ ვინმე განაწყენებულია „ოცნებაზე“, წინ არის საპარლამენტო არჩევნები წელიწად-ნახევარში. შეწყალების უფლება არ უნდა მივცეთ ამ ჯალათებს, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც ვითხოვთ თითოეული“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.