გიორბელიძემ და ლოჩოშვილმა „უფასთან“ ითამაშეს - ტაბიძე რეაბილიტაციას გადის #1TVSPORT
გიორბელიძემ და ლოჩოშვილმა „უფასთან“ ითამაშეს - ტაბიძე რეაბილიტაციას გადის #1TVSPORT

ავსტრიაში შეკრებაზე ორი ისეთი გუნდი შეხვდა, სადაც ქართველები თამაშობენ – ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერი“ რუსეთის პრემიერლიგელუფას“ დაუპირისპირდა.

მატჩი ავსტრიის სამთო კურორტ სანკტ-ულრიხ-ამ-პილერზეს „სპორტცენტრუმში“ გაიმართა და უგოლოდ დასრულდა – 0:0. „ვოლფსბერგერში“ ორივე ქართველმა ითამაშა – ლუკა ლოჩოშვილიც და გურამ გიორბელიძეც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

უფაში“ არ ყოფილა ჯემალ ტაბიძე, რომელსაც 29 მაისს მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა და რეაბილიტაციას მიუნხენის კლინიკაში გადის. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ ცენტრალურმა მცველმა გუნდთან ერთად შეკრება გაიაროს.

3 ივლისს „ვოლფსბერგერი“ მორიგ საკონტროლო შეხვედრას ხორვატულ „რიეკასთან“ გამართავს, ხოლო „უფა“ 2 ივლისს პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.