გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება #1TVSPORT
„ოკლაჰომას“ შემტევი მცველი შეი გილჯეს-ალექსანდერი, შესაძლოა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. ამის შესახებ თავის ბლოგში დაწერა ჟურნალისტმა მარკ სტეინმა.
მისი ინფორმაციით, „ოკლაჰომას“ ვარსკვლავი 2025 წლის ზაფხულში უფლებას მიიღებს კონტრაქტის ოთხი წლით გაგრძელებაზე, რომლის ღირებულება 300 მილიონი დოლარი იქნება. ასე რომ, 2030-31 წლების სეზონში მისი ხელფასი 80 მილიონ დოლარს მიაღწევს.
დღეისთვის NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფენ კარი სეზონში 55.8 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასით.