გილჯეს-ალექსანდერი MVP-ის პრიზის მთავარი ფავორიტი გახდა #1TVSPORT
გილჯეს-ალექსანდერი MVP-ის პრიზის მთავარი ფავორიტი გახდა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) განაახლა 2024-25 წლების სეზონის MVP-ის ტიტულისთვის რბოლის რეიტინგი.

„ოკლაჰომას“ 15-მატჩიანმა მოგებების სერიამ და მოქმედ ჩემპიონთან „ბოსტონთან“ გამარჯვებამ ხელი შეუწყო შეი გილჯეს-ალექსანდერს გაესწრო „დენვერის“ ცენტრისთვის ნიკოლა იოკიჩისთვის და პირველ ადგილზე გადასულიყო.

ამ მომენტისთვის MVP-ის ფავორიტთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1(2). შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)

2(1). ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)

3(3). იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)

4(5). ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო)

5(4). ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)

6(7). კარლ-ენტონი თაუნსი (ნიუ იორკი)

7(8). დონოვან მიტჩელი (კლივლენდი)

8(6). ლუკა დონჩიჩი (დალასი)

9(9). ენტონი დევისი (ლეიკერსი)

10(10). ალპერენ შენგიუნი (ჰიუსტონი)

* * *

ასევე განაახლეს MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში კოეფიციენტები ბუკმეიკერებმა. მთავარი ფავორიტი აქაც გილჯეს-ალექსანდერია, რომლის კოეფიციენტი უდრის 1.5-ს. სეზონის წინ, კანადელი ამ რეიტინგში მესამე იყო კოეფიციენტით – 6.0.

MVP-ის პრიზისთვის ბრძოლაში ბუკმეიკერთა ტოპ-ხუთეული ასეთია:

  1. შეი გილჯეს-ალექსანდერი – 1.50
  2. ნიკოლა იოკიჩი – 2.65
  3. იანის ანტენტოკუნმპო – 21.00
  4. ჯეისონ ტეიტუმი – 34.00
  5. ვიქტორ ვემბანიამა – 101.00