გილბერტ ბარნსს კორონავირუსი დაუდასტურდა - უსმანთან საჩემპიონო ბრძოლა გაუქმდა
გილბერტ ბარნსს კორონავირუსი დაუდასტურდა - უსმანთან საჩემპიონო ბრძოლა გაუქმდა

მას შემდეგ, რაც „იუ-ეფ-სი“-ს (UFC) ქვესაშუალო წონის ჩემპიონობის პრეტენდენტ გილბერტ „დურინო“ ბარნსს კორონავირუსი დაუდასტურდა, „საბრძოლო კუნძულმა“ პირველი დიდი დარტყმა მიიღო. UFC 251-ზე მას წონის ჩემპიონ კარამუ უსმანთან უნდა ებრძოლა, თუმცა იასის კუნძულზე არც ერთი სპორტსმენი არ გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას „ემ-ემ-ეი ჯანქი“ (MMAjunkie) ავრცელებს.

სამწუხაროა, მაგრამ ბარნს „საბრძოლო კუნძულზე“ გამგზავრებას ორგანიზაციის პროტოკოლი უკრძალავს. როგორც გაირკვა კორონავირუსით ინფიცირებულები თავად „დურინო“, მისი ძმა – ჰერბერტ ბარნსი და მწვრთნელი – გრეგ ჯოუნსი არიან.

ამჟამად, ბარნსის პოტენციურ შემცვლელთან დაკავშირებით სიახლე არ ვრცელდება, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ UFC 251-ის მთავარი ბრძოლა ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოვეის მეორე დაპირისპირება იქნება.

დატოვე კომენტარი