გიგი წერეთელი - პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ არსებობდეს მეტი ინფორმაცია და ნაკლები ეჭვები
გიგი წერეთელი - პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ არსებობდეს მეტი ინფორმაცია და ნაკლები ეჭვები

პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ არსებობდეს მეტი ინფორმაცია და ნაკლები ეჭვები, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის დაბარების საკითხზე განაცხადა.

„ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრამ ძალიან დიდი ინტერესი გამოწვია. პირველი – იმის გამო, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო და მეორე – არაერთგვაროვანი განცხადებების გამო, რომელიც ორივე მხრიდან გაკეთდა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის – ეს იქნება მინისტრის საათი თუ კომიტეტის ფორმატი. სწორი იქნება, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი მობრძანდება პარლამენტში.

ეს იქნება პარლამენტის ინსტიტუტის და ჩვენი კანონმდებლობის პატივისცემა. უპირველესად, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ არსებობდეს მეტი ინფორმაცია და ნაკლები კითხვები და ეჭვები“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება.