გიგი უგულავამ ხონის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა არჩევანი
გიგი უგულავამ ხონის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა არჩევანი

ხონის მესამე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა  გააკეთა არჩევანი. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხმა მისცა საიმედო ხვალინდელ დღეს, რომლის გარანტი მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძეა.

„მე გავაკეთე არჩევანი იმისათვის, რომ საიმედო იყოს ხვალინდელი დღე. როცა გავიღვიძებთ, ვიცოდეთ, რომ ვისაც არ ეზარება ერთი ან მეორე მიმართულებით არ გადაჩეხავს ამ ქვეყანას. გავაკეთე არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ ეს მარაზმი, ფარული ჩანაწერები და გულისამრევი რაღაცეები  დასრულდეს. ასეთი კანდიდატი არის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე რომლიც იმ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს რაშიც ქართულმა ოცნებამ შეგვიყვანა.”- განაცხადა გიგი უგულავამ.

ხონში არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო. ხონის 55–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი გორდაძის განცხადებით, ყველა უბანი დროულად გაიხსნა. მისივე თქმით, ამ დროისთვის საჩივარი არ დაწერილა.

ხონში 33 საარჩევნო უბანია გახსნილი და 23 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.