გიგი უგულავა - კიდევ უფრო ხმამაღლა, მეგობრებო, რომ დაინგრეს ამ ციხის კედლები, ბოლომდე, უნდა გაიგონოს ყველამ, არ შევეგუებით პრეზიდენტის ციხეში შიმშილობას
გიგი უგულავა - კიდევ უფრო ხმამაღლა, მეგობრებო, რომ დაინგრეს ამ ციხის კედლები, ბოლომდე, უნდა გაიგონოს ყველამ, არ შევეგუებით პრეზიდენტის ციხეში შიმშილობას

ციხეში მოშიმშილე პრეზიდენტი არის ის სიმბოლო, რომელიც წალეკავს ამ ქვეყანას, თუ ეს დროზე არ დამთავრდება, – ამის შესახებ გიგი უგულავამ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. გიგი უგულავამ აქციაზე შეკრებილებს მოშიმშილე სააკაშვილის შეძახილებით გამხნევებისკენ მოუწოდა.

„ამ რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების ერთ-ერთმა ამებამ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, იცით ალბათ, ამება რომელი ჰყავთ, ბევრი ჰყავთ, მაგრამ განსაკუთრებულმა ამებამ – მიშა გამოიხედე ფანჯრიდან, რამდენ ხალხს სძულხარო. მიშა, გამოიხედე ფანჯრიდან და დაინახავ, რამდენ ხალხს უყვარხარ. კიდევ უფრო ხმამაღლა, მეგობრებო, რომ დაინგრეს ამ ციხის კედლები, კიდევ უფრო ხმამაღლა, ბოლომდე, უნდა გაიგონოს ყველამ, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ პრეზიდენტი ციხეში შიმშილობდეს. გაიგონოს ივანიშვილმა თავის ბუნკერში, რომ ამ ხალხის ხმას ვერავინ ჩაახშობს. მეგობრებო, ხომ ატყობთ, როგორც კი, თითოეულმა თქვეგანმა გადაწყვიტა, რომ მოვიდეს აქ, რუსთავის ციხესთან, როგორი პანიკა ატეხეს ამ უდღეურებმა. ახლა, სანამ ჩვენ აქ ვართ, თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის კადრი, რომელიც გადაღებულია აქ, სამედიცინო დაწესებულებაში. თითქოს და გუშინ თქვენ საღამოდან ნახეთ თქვენ ის წვინტლიანი და რეგვენი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა და ის გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე და როგორც „მელკი“ პროვოკატორი, პირდაპირ გეტყვით, არ მომერიდება პირდაპირ ეთერში ვიტყვი, როგორც წვინტლიანი ნაბიჭვარი, რომელმაც გუშინ შიშის ზღვარზე გაბედა და დაიწყო ქირქილი, რომ თითქოს რაღაც საჭმელებს იღებს და თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს. მაშინ მე, შე წვინტლიანო ნაბიჭვარო, მინდა, გკითხო, ვისთვის შექმენი ეს კონსილიუმი, ვისთვის მოიწვიე ექიმები, ვისთვის დადიან ექიმები აქ ყოველდღე, თუ არ შიმშილობს, თქვე მართლა ნაბიჭვრებო, რა სალამურიდან გამოგთალათ თქვენი…

ახლა ეს ტყუილი, რომელიც გუშინ დადგეს და დღეს მთელი დღე მდინარაძეებმა კაკაფონია ატეხეს. ამ კაკაფონიას კარგად უპასუხა, სიმართლით უპასუხა ომბუდსმენმა და მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა განცხადება გააკეთა, რომ ყოველი პრეპარატი, ყოველი გრამი სითხის თუ რაღაცა ტაბლეტის, რასაც სააკაშვილი იღებს 37-ე დღეს შიმშილობის, არის მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების და ექიმების მიერ დანიშნული და ამ ნაგვებმა უკვე ციხის ამოჭრილი კადრების გავრცელება დაიწყეს და ასე უნდათ გააბინძურონ და ამოთხვარონ ტალახში ადამიანი, რომელიც 38-ე დღეა შიმშილობს. მე თქვენ გეტყვით, ეს არის ჩვეულებრივი პუტინის რეჟიმის დუბლიკაცია, ეს არის ზუსტად ის, რასაც პუტინის რეჟიმი უკეთებს თავის მოწინააღმდეგეებს. მაგრამ, ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ვერც ერთი ადამიანი არ აიტანს იმას, რასაც ჩვენ დღეს გვკადრებენ. მე, როგორც ერთი ადამიანი გეტყვით – კარგად უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ. ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება მზად არის და გეგმაზომიერად მიდის იქით, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ციხიდან საერთოდ არასდროს გამოვიდეს.

ჩვენი აქ თავშეყრის მიზანი არის ერთი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა, ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა, ჩვენი ადამიანური მოვალეობა და თუ თითოეული ჩვენთაგანი დავინახავთ იმას, რომ წითელი ზღვარი გადასულია, რომ მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი საათებში დგას, მაშინ რამდენიც უნდა ილაპარაკონ შეთქმულებაზე, აგერ, პირდაპირ ეთერში გეუბნებით, ჩვენ დავიცავთ ადამიანის სიცოცხლეს. კარგად გააცნობიეროს ეს. როგორ?! აი, ამას თვითონ ნახავთ. მე მინდა, მივმართო იმ ერთუჯრედიან ლილუაშვილს, დღეს რომ გამოგვიმზეურდა, წიგნებით რომ გამოვიდა, გეგონება ერთი რამე მაინც ჰქონდეს წაკითხული – აი, ამ მასკარადს ჯობია, სასწრაფოდ გადაიყვანოთ ეს ადამიანი კლინიკაში და შემდეგ უკვე ძალიან მალე დადგება მისი გათავისუფლების საკითხი. შეიგნეთ ერთი რაღაცა, რომ ციხეში მოშიმშილე პრეზიდენტი, ეს არის ის სიმბოლო, რომელიც წალეკავს ამ ქვეყანას, თუ ეს დროზე არ დამთავრდება. ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც დღეს სახლში ზის და ვისაც ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის, როგორც აქამდე ჩაიარა. არა მეგობრებო, როდესაც ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, სახელმწიფო ვერ გაჩერდება, ხალხი არ გაჩერდება, ამიტომ, თუ დავინახეთ, რომ წითელი ხაზი გადასულია, მე თვითონ გეტყვით პირველი, რომ დავიცვათ ერთი ადამიანის სიცოცხლე და ამით თქვენ ღირსებას დაიცავთ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ყველაზე მეტად თქვენი შეძახილი გაამხნევებს დღეს ადამიანს, რომელსაც 36 დღეა აი ასე კორტნიან ეს უდღეურები. ამიტომ იყავით ენერგიულები, იყავით დარაზმულები და საჭიროების შემთხვევაში, ისევ ვიმეორებ, ან გადაიყვანეთ კლინიკაში დროზე ან არ მოგაკვლევინებთ ამ კაცს, თქვე უდღეურებო, თქვენა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.