გიგი უგულავა - ხელისუფლების საქციელით მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება, მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ
გიგი უგულავა - ხელისუფლების საქციელით მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება, მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ

ხელისუფლების საქციელით მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება, მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ მარნეულში მომხდარი ინციდენტების შეფასებისას.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა „ზონდერობას“.

„პირდაპირ დავალება მისცა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე. „ფორმულა“, „მთავარი“, „პირველი“ – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს – დედა გეტირებათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.