გიგი უგულავა - იმედია, გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში
გიგი უგულავა - იმედია, გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში

იმედია, გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, – განუცხადა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ასევე, გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვაშემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში. რადგან პირობა მასეა, კაცი როცა პირობას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო. სანახევროდ შესრულებული პირობა არ არსებობს. ნავსი გატყდა და მაღალი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, ეს ასე იქნება.

ზოგადად, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებებს იკეთებს. ჩემი დაჭერა მისთვის ზიანი იყო. ჩემი გამოშვებაც მისთვის ზიანი იყო. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამდენ თვითდაზიანებას იკეთებს, ის სახიფათოა ქვეყნისთვის და ჩვეულებრივი მოქალაქეს რას უზამს, თავად ამდენ თვითდაზიანებას რომ იკეთებს. ამიტომ, არჩევნების გზით ეს ადამიანი უნდა წავიდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, როგორც უგულავამ განაცხადა, „დღეს რურუას სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, რადგან ის ჯერ ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, თუმცა ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმიც არსებობს“.

საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.