გიგი იგულავა - შურისძიება არ მამოძრავებს, სწორი დასკვნები თუ არ გავაკეთეთ, მაშინ ერთსა და იმავე წრეზე ვივლით, ერთსა და იმავე შეცდომას დავუშვებთ
გიგი იგულავა - შურისძიება არ მამოძრავებს, სწორი დასკვნები თუ არ გავაკეთეთ, მაშინ ერთსა და იმავე წრეზე ვივლით, ერთსა და იმავე შეცდომას დავუშვებთ

შურისძიება არ მამოძრავებს, სწორი დასკვნები თუ არ გავაკეთეთ, მაშინ ერთსა და იმავე წრეზე ვივლით და ერთსა და იმავე შეცდომას დავუშვებთ, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც პარლამენტის წინ, აქციაზე იმყოფება.

„სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდა, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მტრობის გამო, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიყო თავისი დანაშაულის „გაპრავება“. დღემდე არც ერთი დაზარალებული, მართლა ვინც დაზარალებული იყო, არ ცნეს დაზარალებულად. დღემდე ისე გამოიყვანეს ვითარება, თითქოს მხოლოდ პოლიცია იყო მსხვერპლი და მშვიდობიანი მოქალაქეები მოძალადეები, მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ და საქართველომ იცის სიმართლე, თავიანთ ზღაპარს გვაჩეჩებს ივანიშვილი. მისი პროპაგანდისტული სტილითაც ვუყურებთ სრულიად სამარცხვინო ინტერპრეტაციას, რაც მოხდა 20 ივნისს შარშან. რაც მთავარია, ამას აპრავებენ გავრილოვთან, აპრავებენ იმ პოლიტიკას, რაც რუსეთის მიმართაა ბორდერიზაცია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმის პრაქტიკულად მიჩუმათებას და ა.შ. ეს ყველა პრობლემა იყო, რამაც ამოხეთქა შარშან. როგორც გითხარით, ხელისუფლების პასუხი არაადეკვატური, დანაშაულებრივი და ტყუილად გონია ახლა, პანდემიას ამოეფარება გახარია თუ „ტიკ-ტოკს“ იცეკვებს ივანიშვილი, მიუხედავად ამისა, პრობლემა მაინც პრობლემაა, გამოუძიებელია ეს და აუცილებლად მოხდება გამოძიება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია. მე მაინც და მაინც შურისძიება არ მამოძრავებს, სწორი დასკვნები თუ არ გავაკეთეთ, მაშინ ერთსა და იმავე წრეზე ვივლით და ერთსა და იგმავე შეცდომას დავუშვებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს. აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქციაზე იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ავტომანქანები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან.

აქციის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.