გიგაურმა აზერბაიჯანში ყოფილ გუნდს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიგაურმა აზერბაიჯანში ყოფილ გუნდს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

მერაბ გიგაურმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში გაიტანა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. 28 წლის ქართველი ნახევარმცველის „კეშლა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „გაბალას“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 1:1.

გიგაურმა ყოფილი გუნდის კარი 32-ე წუთზე აიღო, როდესაც ანგარიში ულამაზესი შორეული დარტყმით გახსნა, მაგრამ „კეშლამ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან 51-ე და 64-ე წუთებზე ორი მოთამაშე გაუძევეს და კაცნაკლული ქულას დასჯერდა – 1:1. მერაბ გიგაურმა სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

„ყარაბაღის“ სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია საქართველოს ნაკრების კანდიდატს, მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, მისმა გუნდმა კი აუტსაიდერი „საბაილი“ 5:1 დაამარცხა. დავით ვოლკოვისზირა“ „ბაქსელარენაზე“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, ბაქოს „ნეფთჩის“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 1:1.

ზირას“ მოგებაც შეეძლო – მასპინძლებმა ანგარიში მხოლოდ დამატებულ მე-5 წუთზე გაათანაბრეს. შეუცვლელად ითამაშა ვოლკოვმა, რომელსაც დეკემბრის შემდეგ აღარ გაუტანია, მაგრამ 10 გოლით დღემდე ჩემპიონატის ბომბარდირია.