გიგაური „გაბალაში“ ოფიციალურად ჩაირიცხა - გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე
გიგაური „გაბალაში“ ოფიციალურად ჩაირიცხა - გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე
მერაბ გიგაური „გაბალაში“ ითამაშებს – ინფორმაციას აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
 
„გაბალამ“, რომელიც 2019-2020 სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. „წითელ-შავი“ (გუნდის ფერებია) გუნდისთვის ამიერიდან ქართველი ფეხბურთელი მერაბ გიგაური ითამაშებს. ის გუნდს უკვე შეუერთდა – 26 წლის ნახევარმცველთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა“ – წერს „გაბალას“ ოფიციალური გევრდი.
„დღეს სამედიცინო შემოწმება გავიარე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის შემდეგ ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. მოხარული ვარ, რომ “გაბალაში” ჩავირიცხე. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გათვლილი. . იმედი მაქვს, „ტორპედოს“ წარმატებული გზა უჩემოდაც გაგრძელდება და ადრე თუ გვიან „ტორპედოში“ აუცილებლად დავბრუნდები“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მერაბ გიგაური.