გიგაშვილის სამი ვარიანტი - 19 წლის მცველს ბალკანეთსა და შვეიცარიაში იწვევენ #1TVSPORT
გიგაშვილის სამი ვარიანტი - 19 წლის მცველს ბალკანეთსა და შვეიცარიაში იწვევენ #1TVSPORT

ზურაბ გიგაშვილი, რომელმაც მაისში „ტამბოვი“ დატოვა, შესაძლოა, მალე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის გუნდში ჩაირიცხოს, – ინფორმაცია ექსკლუზიურად საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა.

ტამბოვი“, სადაც ორი ქართველი, ზურაბ გიგაშვილი და ვლადიმერ (ვალოდია) კობახიძე თამაშობდნენ, რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა და ქართველებმაც გუნდი დატოვეს. კობახიძე რუსეთის პირველი ლიგის მოსკოვის „ველესში“ ჩაირიცხა და გუნდთან ერთად სეზონისთვის ემზადება. გიგაშვილი კი ჯერ უგუნდოდაა, მაგრამ საქართველოს პირველ არხისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის მცველი მოლაპარაკებას სამ გუნდთან აწარმოებს.

ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და არის ალბათობა, რომ გიგაშვილი სამი გუნდიდან ერთში მოხვდეს – მისით ხორვატიაში დაინტერესდა – სპლიტის „ჰაიდუკი“, შვეიცარიაში – „სერვეტი“ და სერბეთში ბელგრადის „პარტიზანი“. მანამდე გიგაშვილს მოლაპარაკებები თურქულ და რუსულ კლუბებთან ჰქონდა, ეს ვარიანტები კი ახლახანს გამოჩნდა, თუმცა, თავად ფეხბურთელმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

19 წლის ტანმაღალი (189 სმ) მცველი 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე „კაიოლუსპორის“ აკადემიაში თამაშობდა. 2015–2018 წლებში – „ანკარაგუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში, 2020 წლის თებერვალში კი რუსულ კლუბ „არმავირში“ გადავიდა, ბოლოს „ტამბოვში“ გამოდიოდა და დასრულებულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში რვა მატჩი ჩაატარა. რამაზ სვანაძემ 19 წლის მცველი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 29 მარტს გორში ბელარუსთან გამართულ მატჩში გამოიძახა, სადაც გიგაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.