გიგა მაქარაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
გიგა მაქარაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მის მიმართ მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. მაქარაშვილი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იკითხება.

გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მან გამოაქვეყნა წერილიც, სადაც დათო მაზანაშვილის სახელით შექმნილი პროფილიდან ემუქრებიან.

დატოვე კომენტარი