გიგა ჭიკაძისა და მაიკ დევისის ბრძოლა აღარ შედგება, მეტოქე ტრავმის გამო დაპირისპირებას გამოეთიშა
გიგა ჭიკაძისა და მაიკ დევისის ბრძოლა აღარ შედგება, მეტოქე ტრავმის გამო დაპირისპირებას გამოეთიშა

29 თებერვალს ნორფოლკში (ვირჯინია), „ჩართვეი არენაზე“ ქართველ მებრძოლ გიგა ჭიკაძეს (8-2) აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოქტაგონზე კარიერის მეორე ბრძოლა მაიკ დევისთან (8-2) უნდა გაემართა, თუმცა, როგორც ჩანს ეს ბრძოლა არ შედგება. მიზეზი კი დევისის მოულოდნელი და ჯერჯერობით უცნობი ტრავმაა.

დევისის შემცვლელის ვინაობა ცნობილი არ არის. უცნობია ასევე გაიმართება თუ არა ბრძოლა და რომელიმე მებრძოლი დათანხმდება თუ არა ჭიკაძესთან მოკლე ვადაში ბრძოლას.

ქართველი მებრძოლი შემთხვევას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაიკ დევისი მასთან ბრძოლას უკვე მეორედ აგდებს. გიგა მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ მეტოქესთან დასაპირისპირებლად და ძალიან კარგ ფორმაშია.