გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია

11:49, 02.03.2021

გიგა ჭიკაძე UFC-ის ოქტაგონს 2 მაისს დაუბრუნდება. ქართველის მეტოქე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (featherweight) ცნობილი მებრძოლი ქაბ სვონსონი იქნება. 37 წლის ამერიკელმა 2020 წლის დეკემბერში დანიელ პინედა ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა. მანამდე კი კრონ გრეისის სძლია. ჯამში სვონსონს კარიერაში სულ 27 ბრძოლა აქვს მოგებული. 11-ჯერ კი ამერიკელი დამარცხდა.

გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია (5-0). ბოლოს ქართველმა მებრძოლმა ჯეიმი სიმონსს ნოკაუტით სძლია.

მსგავსი