გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე UFC-ში ალექს კასერესი იქნება #1TVSPORT
გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე UFC-ში ალექს კასერესი იქნება #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარებს, – ინფორმაციას რამდენიმე გამოცემა ავრცელებს.

35 წლის ალექს კასერესი აშშ-ს წარმოადგენს. მან კარიერის განმავლობაში 35 ბრძოლა გამართა, საიდანაც 21 მოიგო, 13-ში დამარცხდა, ხოლო ერთში გამარჯვებული ვერ გამოცხადდა. ამჟამად კასერესი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს. უკანასკნელი 8 ჩხუბიდან ამერიკელმა 7 მოიგო, ხოლო მასთან გამარჯვება სოდიქ იუსუფმა მოახერხა.

რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, MMA-ში ჩატარებული 17 ბრძოლიდან ქართველმა 14-ჯერ გაიმარჯვა და 3 დაპირისპირება დათმო. გიგა ბოლოს ამერიკელ კალვინ კატარს 2022 წლის იანვარში შეხვდა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. მას შემდეგ ჭიკაძემ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ოქტაგონზე დაბრუნებაც რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყველა ჩანიშნული ბრძოლა გაუუქმდა. ის ამჟამად თავისი წონის რეიტინგში მე-9 ადგილზეა.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ჭიკაძისა და კასერესის ჩხუბი 26 აგვისტოს სინგაპურში გაიმართება.