გიგა ჭიკაძის ბრძოლა ოფიციალურად გადაიდო
გიგა ჭიკაძის ბრძოლა ოფიციალურად გადაიდო

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე პირველ მარტს ბრძოლას აღარ გამართავს. როგორც უკვე იცით, ჭიკაძის მეტოქემ მაიკ დევისმა ჯერჯერობით უცნობი ტრავმის გამო გიგასთან ოქტაგონზე ასვლაზე უარი თქვა. მისი შემცვლელი კი ორგანიზაციამ სამწუხაროდ ვერ მოძებნა. აქედან გამომდინარე გიგას პირველ მარტს ნორფოლკში ვეღარ ვიხილავთ. ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა, რადგან ქართველი მებრძოლი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ჭიკაძის რიგით მეორე ბრძოლა ufc-ში და ვინ იქნება მისი მეტოქე. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო დაპირისპირება გიგას გამარჯვებით დასრულდა.