გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეორე ორთაბრძოლა მოიგო (ვიდეო)

12:57, 08.03.2020

ლას ვეგასმა UFC 248-ს უმასპინძლა, სადაც გიგა ჭიკაძემ ორგანიზაციაში თავისი მეორე შეხვედრა ჩაატარა.

ქართველი მებრძოლის მეტოქე დებიუტანტი ჯამალ ემერსი იყო. ჭიკაძემ დამაჯერებლად იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. სამიდან ორმა არბიტრმა უპირატესობა სწორედ ქართველს მიანიჭა, 29-28, 28-29, 29-28.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გიგამ გულშემატკივარს ემოციური სიტყვით მიმართა.

მსგავსი