გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის საუკეთესო ათეულშია #1TVSPORT
გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის საუკეთესო ათეულშია #1TVSPORT

UFC-ის განახლებულ რეიტინგში,  საუკეთესო ათეულში ქართველი მებრძოლი ისტორიაში  პირველად მოხვდა.

გიგა ჭიკაძემ ცოტა ხნის წინ, ამერიკელი ქაბ სვენსონი ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა და წუგებელი ბრძოლების სერია ექვსამდე გაზარდა.

 ქართველმა მებრძოლმა სვენსონის დამარცხების შემდეგ, დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი დონალდ (COWBOY) სერონე რინგზე გამოიწვია.

იმავე დღეს მეორე ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა დამაჯერებლად დაამარცხა კოდი სტამანი და მეექვსე გამარჯვება იზეიმა. ცხადია, UFC-ის რეიტინგში ეს ბრძოლა აისახა და მერაბ დვალიშვილი საკუთარ დივიზიონში მე-11 ადგილზე დაწინაურდა.