გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება #1TVSPORT
გიგა ჭიკაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბრძოლისთვის ემზადება. UFC-ის ქართველი მებრძოლი, ქვემსუბუქი წონაში რეიტინგის მეცხრე ნომერი ოქტაგონზე ბოლოს 2022 წელს გამოჩნდა. გიგა ჭიკაძემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისი ორთაბრძოლა ჩაინიშნა, მაგრამ მეტოქე არ დაუსახელებია.
გიგა ჭიკაძე: „სიხარულით გაცნობებთ, რომ #GIGASHOW ბრუნდება! გაუქმებული ბრძოლებსა და ოპონენტების არ არსებობაში წელიწადნახევარი გავიდა, ბოლოს და ბოლოს კი ჩემი ბრძოლაც ჩაინიშნა! გთხოვთ, ილოცეთ, რომ ეს ორთაბრძოლაც არ გაუქმდეს“.
Happy to announce that #GIGASHOW is coming back!
After one and half year missing opponents and falling the fights, I got my fight booked!
Please pray for my fight, so it does not get canceled! ♥️🙏🏼— GIGACHAD (@giga_chikadze) July 22, 2023