გიგა ჭიკაძე დაუმარცხებელია - ქართველმა უძლიერეს ბრაზილიელ მებრძოლს ნოკაუტით მოუგო #1TVSPORT
გიგა ჭიკაძე დაუმარცხებელია - ქართველმა უძლიერეს ბრაზილიელ მებრძოლს ნოკაუტით მოუგო #1TVSPORT

UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში გიგა ჭიკაძე ძალიან ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს, ბრაზილიელ ედსონს ბარბოზას დაუპირისპირდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის მთავარი მოვლენის სტატუსით ქართველმა სპორტსმენმა იბრძოლა.

ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება სამი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. გადამწყვეტი სწორედ მესამე რაუნდი გამოდგა, როდესაც გიგა ჭიკაძის ძლიერ, ზუსტ დარტყმებსა და კომბინაციების მსაჯების მიერ ტექნიკური ნოკაუტის გამოცხადება მოჰყვა და მთავარი არბიტრი იძულებული იყო, ბრძოლა შეეჩერებინა.

გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, რაც აუცილებლად აისახება ქართველი მებრძოლის რეიტინგში და უდიდესი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე რეიტინგის საუკეთესო ხუთეულის წარმომადგენელი იქნება. აღსანიშნავია, რომ გიგამ ბრძოლის დასრულების შემდეგ, მაქს ჰოლოვეისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.