გიგა ჭიკაძე ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით ზაბიტ მაგომედშარიპოვს შეხვდება #1TVSPORT

14:01, 06.10.2026

UFC-ს ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ძალებს ჭიდაობის ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში მოსინჯავს.

ჭიკაძის მეტოქე 35 წლის დაღესტნელი, UFC-ს ყოფილი წევრი ზაბიტ მაგომედშარიპოვი იქნება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში ორივე სპორტსმენისთვის ეს პირველი შეხვედრა იქნება.

ჭიკაძისა და მაგომედშარიპოვის დაპირისპირება 14 ნოემბერს აბუ დაბიშია ჩანიშნული.

მსგავსი