გიგა ბოკერია - ვინც მხარი დაუჭირა ივანიშვილის პოზიციას, პარტიიდან წავიდა, ხოლო ვინც გული დასწყვიტა, წინაურდება
გიგა ბოკერია - ვინც მხარი დაუჭირა ივანიშვილის პოზიციას, პარტიიდან წავიდა, ხოლო ვინც გული დასწყვიტა, წინაურდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ვინც მხარი დაუჭირა ივანიშვილის პოზიციას, პარტიიდან წავიდა, ხოლო ვინც გული დასწყვიტა, წინაურდება.

მისი თქმით, ფორმალურადაც ხდება იმ „ამბოხებული დეპუტატების“ დაწინაურება პარლამენტში, რომლებმაც „გული დაწყვიტეს პარტიის თავმჯდომარეს“.

„შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარო. ახლა ირკვევა, რომ ვინც მხარი დაუჭირა პარტიის თავმჯდომარის უმნიშვნელოვანეს პოზიციას, ყველანი წავიდნენ პარტიიდან, თანამდებობები დაკარგეს. ხოლო ვინც ეს ჩაუგდო და გული დასწყვიტა ამ დიად ადმიანს, ის ხალხი ფორმალურადაც დაწინაურდებიან. ლაპარაკია ბატონ მაჭარაშვილზე, მეზურნიშვილზე და სხვა დეპუტატებზე.

აქაც საზოგადოებას ღიად გვეუბნებიან, ფეხებზე გვკიდია საღი აზრი და გონიერება, რადგან ისე მოვიქცევით,  როგორც ჩვენ გვინდაო“, – აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, ზოგიერთმა დეპუტატმა ფორმალურად მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას.

„მათთვის როლი ჰქონდა განაწილებული ივანივიშლს და არ იცოდნენ, რა ხდებოდა ან ვერ ხვდებოდნენ. დღეს აგრძელებენ ამ რეჟიმის სამსახურში ყოფნას, სწრფად შემოტრიალდნენ ამ იმედგაცრუების შემდეგ და ახლა თავის გზავნილებში არიან ერთ სულ და ერთ ხორც ამბოხებულებთან და ყველასთან ერთად. ეს ხალხი არსებითად არ განსხვავდება იმ ხალხისგან, ვინც ფორმალურად წინააღმდეგ მისცა ხმა ან მხარი არ დაუჭირა.

მნიშველობა არ აქვს, მათ რა როლი გაუნაწილა ივანიშვილმა, ისინი დღეს ახალ როლს თამაშობენ, რაც სჭირდებათ მათ მამას და მარჩენალს. თან, მინდა გითხრათ, რომ თუ დამცირებაზეა საუბარი, ის ხალხი, მათ შორის პარლამენტის თავჯდომარე თალაკვაძე, მათ შორის მდინარაძე, რომელთაც მჯერა, შეიძლება არ იცოდნენ ან ვერ ხვდებოდნენ, რომ უფრო დაამცირა ივანიშვილმა, ვიდრე ისინი, ვისაც მისი სურვილი შეასრულებინა და ხმა არ მიაცემინა. ასეთი ხალხისგან სამთავრობო გზავნილის გაგრძელება, მათ იერარქიაში ერთ-ერთ ჭანჭიკად, კლოუნად, ყმად, პოლიტიკურ მონად ყოფნა კიდევ უფრო სამარცხვინოა, ვიდრე იმ მაჟორიტარებისგან, ვინც შეასრულა მათი ყოჩის, ივანიშვილის შავბნელი მისია“, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, უმრავლესობის დატოვება დეპუტატების გადაწყვეტილება იყო.

„თუმცა, დღეს მოვისმინე ქალბატონ ჩუგოშვლის განცხადება, ჩვენ ფრაქციას შევქმნით და იმედი გვაქვს, იქნება სავსე და ნორმალური პოლიტიკური პროცესიო. იმედია, ისევ ივანიშვილის მონების რიგში არ იქნებიან.

უმრავლესობის ძირითადი ხაზი დღეს არის, რომ არ გამოვიდა ეს ცვლილება და რა ვქნათო, გერმანულ მოდელზე უტიფარ სისულელეებს ლაპარაკობენ, ეს კონსტიტუციას არ შეესაბამება და ამით არაფერი გამოვაო. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოდელი, ჩვენს კონსტიტუციასთან ადაპტირებული, გერმანულ პრინციპზე აგებული, ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ და ვთხოვოთ ანალიზი, არის თუ არა შესაბამისი ჩვენს კონსტიტუციასთან. საერთაშორისო ასპარეზზე მოხდება ივანიშვილისა და მისი რეჟიმის შემდგომი გაშიშვლება. შეიძლება, მივიდეს კრიტიკულ ზღვრამდე ამ ადამიანებისთვის.

ასე რომ, ბევრი უსიამოვნება შეხვდება. ნული არის მათი გადარჩენა. ჯერ კიდევ მათ რესურსშია, რომ ნაბიჯი გადადგან და მიიღონ გადაწყვეტილება, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. რამდენად გონიერება ეყოფა ივანიშვილის ამ აგონიაში, მე არ ვიცი, არ გახლავართ კარგი ფსიქოანალიტიკოსი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.