გიგა ბოკერია - „ქართულმა ოცნებამ“ ხელი რომ მოაწეროს დოკუმენტს, მე ნამდვილად არ მოვაწერ
გიგა ბოკერია - „ქართულმა ოცნებამ“ ხელი რომ მოაწეროს დოკუმენტს, მე ნამდვილად არ მოვაწერ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი რომ მოაწეროს ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, ის ხელმოწერას არ აპირებს.

„არა, ნამდვილად არა“, – განაცხადა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში შესაბამის კითხვაზე პასუხისას.

„ნამდვილად არ მოვაწერ. მადლობელი ვარ მედიატორის და ყველასი, ვისაც აქვს პოლიტიკური, პრაგმატული და მორალური ინტერესი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ოღონდ, პირველადი პასუხისმგებლობა ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს, ვინც აქ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე.

ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში ვერ შეიცვლება, პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, ნდობა არჩევნებისადმი ვერ აღდგება და ეს მოგვიტანს უმძიმეს შედეგებს ცოტა ხანში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.