გიგა ბოკერია - პოლიტიკურ კლოუნებს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ
გიგა ბოკერია - პოლიტიკურ კლოუნებს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი ინგოროყვა-ჩიტაძის ქუჩების კვეთაზე მივიდა, საიდანაც პარლამენტისკენ გადაადგილება შეზღუდულია. მათ ე.წ. სირცხვილის დერეფანში გაატარეს ავტომობილები, რომლებშიც, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ისხდნენ. აქტივისტები მათ შეძახილებით დახვდნენ.

„სადაც ვიგებთ, რომ შედარებით ნაკლები დისკომფორტით შედიან ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის, პოლიტიკური კლოუნები შიგნით, მივდივართ, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ, რათა იცოდნენ, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ.

„ჩვენ ფიზიკურად ხელს არ ვუშლით არავის. გაიგონ საზოგადოების ხმა, რომელსაც დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს და დღესაც უტიფრად აგრძელებენ ამის გამეორებას. სანამ ეს სტატუს-კვოა, ექნებათ ეს პოლიტიკური რეჟიმი. სადაც შეგვიძლია, პიკეტირებას მოვაწყობთ, სადაც შეგვიძლია – სირცხვილის დერეფნებს, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ დაუმსახურებიათ და არ ექნებათ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, ხელისუფლებას წინ ბევრი სიურპრიზი ელოდება. კონკრეტულ გეგმებზე საუბრისგან ისინი თავს იკავებენ.