გიგა ბოკერია - ოპოზიციის დიდი ნაწილი მოწადინებულია, იყოს გონივრული კომპრომისი
გიგა ბოკერია - ოპოზიციის დიდი ნაწილი მოწადინებულია, იყოს გონივრული კომპრომისი

ოპოზიციის დიდი ნაწილი მოწადინებულია, იყოს გონივრული კომპრომისი, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით საუბრისას.

„ოპოზიცია, მისი უდიდესი ნაწილი, „ევროპული საქართველო“ ნამდვილად არის მოწადინებული, რომ იყოს გონივრული კომპრომისი, რადგან ეს ქვეყანას სჭირდება; ოღონდ არა ნებისმიერ რამეზე შეთანხმება და არა თავის მოტყუება, უბრალოდ გადადება, ვითარების კიდევ უფრო დამძიმება.

როგორც კი გონს მოვლენ, რომ ამ საკითხებზე შეთანხმებაა საჭირო, ანუ დანიშვნა ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის; იქამდე გათავისუფლება მელიასი, რურუასი; საარჩევნო სისტემაზე უკვე გაწერილი, ჩვენ მიერ შეთავაზებული და მედიატორთან გავლილი ცვლილებები, რომლებიც დოკუმენტში არის; სასამართლო ცვლილებებზე რაღაცა მონახაზი მაინც – როგორც კი ამაზე თანახმა იქნებიან, მაშინვე შედგება შეთანხმება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.