გიგა ბოკერია - ხელისუფლებამ ზურგი აქცია საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რის გამოც, გვეზღუდება თავისუფალ სამყაროში თავისუფლად გადაადგილება
გიგა ბოკერია - ხელისუფლებამ ზურგი აქცია საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რის გამოც, გვეზღუდება თავისუფალ სამყაროში თავისუფლად გადაადგილება

ხელისუფლებამ ზურგი აქცია საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რის გამოც, გვეზღუდება თავისუფალ სამყაროში თავისუფლად გადაადგილება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი მთავრობა გვყავს, რომელიც თავისი მოქმედებებით მუდმივად უქმნის საფრთხეს ჩვენს თავისუფალ მომავალს, სწორედ იმიტომ, რომ ეს საფრთხე არ განხორციელდეს, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის დროზე შემოტრიალება, რაც მოიცავს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილებას.

იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დამსახურებაა თავისუფალ სამყაროში თავისუფლად გადაადგილება, რომლის სრულუფლებიანი წევრიც უნდა გავხდეთ, სამწუხაროდ ჩვენ ისეთი მთავრობა გვყავს, რომელიც თავისი მოქმედებებით მუდმივად უქმნის საფრთხეს ჩვენს თავისუფალ მომავალს, სწორედ იმიტომ, რომ ეს საფრთხე არ განხორციელდეს, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის დროზე შემოტრიალება, რაც მოიცავს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილებას, დღევანდელი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რომელმაც დემონსტრატიულად ზურგი აქცია საქართველოს ისტორიულ არჩევანს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს „ევროობზერვერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მოთხოვნით, ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავს. გამოცემა მიზეზად ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობას ასახელებს.

დღესვე, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყალბი უწოდა ინფორმაციას, თითქოს გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.

დატოვე კომენტარი