გიგა ბოკერია - გვყავს მთავრობა, რომელიც დღის წესრიგს არ მიჰყვება და მათ სალომე ზურაბიშვილი დაემატა
გიგა ბოკერია - გვყავს მთავრობა, რომელიც დღის წესრიგს არ მიჰყვება და მათ სალომე ზურაბიშვილი დაემატა

გვყავს მთავრობა, რომელიც დღის წესრიგს არ მიჰყვება და მათ სალომე ზურაბიშვილი დაემატა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო კმაყოფილებაა, რომ საფრანგეთი კარგი ქვეყანაა და ჩვენი მხარდამჭერია.

„პრეტენზიები ჩვენს მთავრბასთან გვაქვს, პრეზიდენტთან, პრემიერთან, რომელთაც დღის წესრიგი არ აქვთ, წინ რა საკითხებში უნდა წავიწიოთ. საფრანგეთის მხარდაჭერა იყო და კარგია, რომ გრძელდება. კონკრეტული ამოცანები გვაქვს. მაგალითად ნატო-სთან მიმართებით, შევცვალოთ პოზიცია ერთი ნაბიჯით. ასევე, კონკრეტული სტატუსის მინიჭება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. ასევე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც დღის წესრიგს არ მიჰყვება და კონკრეტული ამოცანები არ აქვს. მათ სალომე ზურაბიშვილი დაემატათ. საყოველთაო კმაყოფილებაა, რომ საფრანგეთი კარგი ქვეყანაა და ჩვენი მხარდამჭერია. ეს ასეა და კარგია, მაგრამ შემდგომი ნაბიჯების დღის წესრიგი უნდა გვქონდეს. ოთხოზორიას მკვლელობა გადაღებულია ფირზე, ტატუნაშვილის შემთხვევა არსებობს. კონკრეტული ამოცანა გვაქვს, რომ ეს რუსეთს ფასი დავუჯინოთ. მაღალი თანამდებობის პირებმა ტრიბუნები უნდა გამოიყენონ ამ საკითხის წინ წასაწევად, რასაც ვერ ვხედავთ. რატომ არ ახსენებენ ჰუმანიტარულ საკითხს, როცა რუსეთის პოლიტიკაზეა საუბარი?“, – აცხადებს გიგა ბოკერია.