გიგა ბოკერია - გონს თუ არ მოეგებიან, კლოუნების გუნდი პოლიტიკურად ჩამოიქცევა
გიგა ბოკერია - გონს თუ არ მოეგებიან, კლოუნების გუნდი პოლიტიკურად ჩამოიქცევა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება „უტიფრობის გარძელებაა“.

„ჯერჯერობით აგონიის სპირალში არიან, სრული ბოდვა გვესმის და დამატებითი შეურცხყოფაა საზოგადოების, ვინც ჩვენ მოგვწონს, იმათ არ დავუყენებთ მაჟორიტარებსო. ანუ, ოქრიაშვილს არ დაუყენებენ მაჟორიტარს. ქართველი ხალხის სახელით, დიდი მადლობა ამ დიდი კომპრომისისთვის. ვინ ჭამს მაგას. სანამ ასე არიან, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება და ამ სამარცხვინო ლიდერის, კლოუნების გუნდი ჩამოიქცევა პოლიტიკურად, გონს თუ არ მოეგებიან და არ გადადგამენ ნაბიჯს.

ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია, გერმანულ პრინციპზე დამყარებული მოდელი შევიმუშავეთ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციასთან არის შეხამებული. ამ მოდელს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც გავგზავნით. იქაც ბოლომდე გაშიშვლდება ივანიშვილი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს ჰპირდება, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში თუ იქნება, ყველაფერს მხარს დავუჭერო. თუ ამ კაცმა აირჩია საბოლოოდ გზა, რომ აქ თუ ძალაუფლებას დაკარგავს, მერე არსად არ წაესვლებოდეს, მისი არჩევანია. ჩვენ ეს არჩევანი არ გვსურდა, მაგრამ ამ რადიკალურ გზაზე დააყენა ქვეყანა და საზოგადოება პერსონალურად ამ სამარცხვინო კაცმა, ივანიშვილმა და მისი კლოუნების სამარცხვინო გუნდმა. მათ ეს არჩევანი გააკეთეს, იღებენ ახლა დამსახურებულ რეაქციას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება. „არ დავაყენებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობისა“ და მისი დანამატების გარდა, დანარჩენ ოპოზიციას ექნება გამარჯვების რეალური შანსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.