გიგა ბოკერია - აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება გვჭირდება
გიგა ბოკერია - აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება გვჭირდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაა საჭირო.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბოკერიამ აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტში სამხედრო დახმარების სახით ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფა შეაფასა.

„დადებითია შეფასება, რა თქმა უნდა. შეერთებული შტატები არის ჩვენთვის საკვანძო პარტნიორი და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათი დახმარება, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო, საქართველოსთვის არის საკვანძო. პრობლემა იმაშია, რომ თანამშრომლობის გაღრმავება გვჭირდება ჩვენ, არათუ შენარჩუნება. დღევანდელო ხელისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის და მისი გარემოცვის ანტიდასავლური კამპანია ამას უქმნის საფრთხეს. ეს არის პრობლემა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.