გიგა ბოკერია - არ აქვს მნიშვნელობა, რა ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილება მიიღო მან, ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის
გიგა ბოკერია - არ აქვს მნიშვნელობა, რა ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილება მიიღო მან, ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის

არ აქვს მნიშვნელობა, რა ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილება მიიღო მან, ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, დაწყებული პროცესი გიორგი რურუას გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

„ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რა ილაპარაკა ქალბატონმა სალომემ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილება მიიღო მან. მე და ჩვენი გუნდი მივესალმეთ ამ გადაწყვეტილებას, ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, არა რომელიმე პარტიისთვის, არა რომელიმე ლიდერისთვის. არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია გიგა უგულავა და გამოვა ციხიდან, ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია არჩევნების წინ. ეს არის სერიოზული ნაბიჯები სწორად ამ ნორმალიზაციისკენ. აქ იქნება განსხვავებები, აქ იქნება პოლიტიკური კრიტიკა და დაპირისპირება, მაგრამ ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ. როგორიც კი გიორგი რურუა იქნება გათავისუფლებული, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა. ამას უნდა მოჰყვეს კენჭისყრა პარლამენტში. ეს არის ძალიან კარგი ამბავი, როცა დასრულდება. რატომ დაიხია უკან „ქართულმა ოცნებამ“,  ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა ანატომიის ანალიზი ამ მომენტში. ჩვენ გვსურს ამ პროცესის დასრულება, რურუას გათავისუფლება და დასრულდება ეს ძალიან სარისკო პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა მერე შედგენა კენჭისყრაც და იქნება საარჩევნოდ მწვავე, მაგრამ ნორმალური კონკურენცია არჩევნების მოსაგებად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, არსებობს სხვადასხვა ლეგიტიმური გზები რურუას გათავისუფლებისთვის.

„ოქრიაშვილმა გააკეთა პოლიტპატიმრებზე განცხადება და მოუწოდა პრეზიდენტს, რომ გაეთავისუფლებინა ისინი. რას ნიშნავს ეს? მე მაშინ მოვუწოდებ კახა ოქრიაშვილს, რომ ახლა გამოუშვან გიორგი რურუა. თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმება, ვგულისხმობ რურუას გათავისუფლებას, რაც არის დარჩენილი ისეთივე სწორი ნაბიჯებისთვის, როგორიც დღეს გადაიდგა პრეზიდენტის მიერ, შემდეგ თუ მიღებული იქნება ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც შეთანხმების ნაწილი იყო, მე მზად ვარ, რომ ყველა ეს ცვლილება გამოგვიცხადოს ოქრიაშვილმა. მეც ვიხრები, რომ ეს არ იყო ოქრიაშვილის გადაწყვეტილება. არსებობს სხვადასხვა ლეგიტიმური გზები რურუას გათავისუფლების და იმედი მაქვს, რომ ამა თუ იმ ფორმით ისიც იქნება გათავისუფლებული. დღეს არის კარგი ნაბიჯების დღე და მე ამ ნაბიჯებს მივესალმები. როგორც კი რურუა თავისუფალი იქნება, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულდა. შემდეგ იმედი გვაქვს, შესრულდება საკონსტიტუციო ცვლილებები, მერე იქნება მწვავე და კრიტიკით სავსე წინასაარჩევნო კამპანია. მაგრამ იქნება უფრო არსებითად ნორმალური. მე არ მიყვარს ხოლმე პროგნოზები, ამ ნაბიჯების ფონზე, რაც გადადგა პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, ყველას განწყობა არის პოზიტიური. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, რომ ამას მოჰყვეს ამა თუ იმ ფორმით რურუას გათავისუფლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.