გიდეონ საარი – კაია კალასმა გადაწყვიტა, განაგრძოს ისრაელის წინააღმდეგ ობსესიური კამპანია და კვლავ სცადოს წესების გვერდის ავლა, მსგავსი ხრიკები ისრაელისა და ევროპის საერთო ინტერესების რეალიზებას ხელს არ უწყობს

22:53, 13.07.2026

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მცდელობა კვლავ ჩავარდა.

საარის თქმით, კაია კალასის მიერ წარდგენილ წინადადებას კონსენსუსი არ ჰქონდა და ხმების უმრავლესობაც კი ვერ დააგროვა.

„კალასმა გადაწყვიტა, განაგრძოს ისრაელის წინააღმდეგ თავისი ობსესიური კამპანია და დისკუსია ელჩების მაღალი დონის ფორუმზე გადაიტანოს, რათა კვლავ სცადოს წესებისთვის გვერდის ავლა“, – განაცხადა საარმა.

მისივე თქმით, ისრაელისა და ევროპის ურთიერთობები დიალოგსა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო მსგავსი „ხრიკები“ საერთო ინტერესების რეალიზებას ხელს არ უწყობს.

მსგავსი