გიბრალტართან დანიელები გვიმსაჯებენ - ვიდეორეფერები ინგლისიდან იქნებიან #1TVSPORT
გიბრალტართან დანიელები გვიმსაჯებენ - ვიდეორეფერები ინგლისიდან იქნებიან #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშებაზე პირველ შეხვედრას გამართავს. „ჯვაროსნები“ გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრას დანიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის – მთავარი არბიტრი მორტენ კროგი იქნება, რომელსაც ლაინსმენები, დენის ვოლენბერგ რასმუსენი და შტეფენ ბეკ ბრამსენი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი მიკაელ რედერი იქნება.

ეს მატჩი მნიშვნელოვანი იმით იქნება, რომ საქართველოს ნაკრების მატჩზე ვიდეორეფერი იმუშავებს. მსაჯის ვიდეო თანაშემწე ინგლისელი პიტერ ბენკსი იქნება, ხოლო მას თანაშემწის რანგში ასევე ინგლისელი იან ჰუსინი დაეხმარება.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2 ივნისს „დინამო არენაზე“ 20:00-ზე დაიწყება.მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.